13 ივლისი 2026,   15:35
ვრცლად
პრემიერი: ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა, ასე იქნება მომავალშიც, რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ მოატყუეს, შესაბამისად, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას

ყველა მცდელობა საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერ შეძლეს.

"მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც მაგალითად 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ როდესაც "გამჭვირვალობის კანონი" გამოაცხადეს "რუსულ კანონად" ერთხელ, მეორედ. შემდეგ უკვე როდესაც 2024 წლის არჩევნები რეალურად არ აღიარეს და ამის შემდეგ მათ მიერვე შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენს მიერ შეჩერებულად გამოაცხადეს. და შემდეგ როდესაც ღიად დაუჭირეს მხარი 2025 წლის 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. ვერც ერთ ჯერზე მათ ვერ შეძლეს ქართველი ხალხის მოტყუება და ასე იქნება მომავალშიც. შესაბამისად მათ, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას. თუმცა აქაც მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი მოქმედებენ არა სუვერენულად, არამედ გარე სუბიექტების კარნახით", - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები