13 ივლისი 2026,   10:28
ვრცლად
აშშ ირანს რამდენიმე საათია ინტენსიურად ბომბავს

შეერთებული შტატები ირანს რამდენიმე საათია ინტენსიურად ბომბავს. დონალდ ტრამპის ბრძანებით დაწყებული საჰაერო იერიშების მიზანი, ამერიკული სარდლობის განმარტებით, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების აღკვეთაა.

მანამდე, ირანმა ამერიკულ ბაზებზე იორდანიაში, ქუვეითსა და კატარში მიიტანა დარტყმები.

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს ომის დანაშაულებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აშშ-მა ზავის დადებიდან 25 დღეში შეთანხმება დაარღვია. ირანის საგარეო უწყება გაეროს რეაგირებისკენ მოუწოდებს და იმ ქვეყნებსაც აფრთხილებს, რომელთა ტერიტორიებიც ამერიკელებმა იერიშებისთვის გამოიყენეს.

თეირანის თქმით, თავდასხმის ნებისმიერი წყარო ირანის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

დღის ამბები