13 ივლისი 2026,   01:51
ვრცლად
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სპორტის მინისტრი გაეცნო

ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სპორტის მინისტრი გაეცნო.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტსმენთა საცხოვრებელ სივრცეს, აშენდა თანამედროვე სტანდარტების ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის, ასევე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც იქნება საერთო სავარჯიშო სივრცე, კრივის, ფარიკაობისა და მშვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.

დასასრულს უახლოვდება კვების ბლოკის განახლების სამუშაოებიც. შალვა გოგოლაძე ცენტრის დირექტორთან ერთად. მწვრთნელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეხვდა.

დღის ამბები