14 ივლისი 2026,   05:36
ვრცლად
რუსთავში "ოქსიგენ ფესტი - 2026" ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა

რუსთავში "ოქსიგენ ფესტი - 2026" ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა.

ფესტივალის წითელ ხალიჩაზე, 213-მა წარმატებული ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც ტრადიციულად, რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.

"ხმაური სიხარულისთვის" - ამ იდეით გაერთიანებული ფესტივალის სცენაზე, მედალოსნებთან ერთად, "ენ ბი აი ჯუნიორის" პატარა ჩემპიონებს - რუსთავის 12 წლამდელ კალათბურთელთა გუნდსაც მიულოცეს გამარჯვება.

"ოქსიგენ ფესტის" პირველი მუსიკალური დღე, კი ჰიპ-ჰოპს მიეძღვნა.

დღეს საფესტივალო სცენას, ჯგუფი "რეგიონი", შერეკილები, "ჯეობით პროდაქშენი", "პაპანუსი" და "ალუზია" დაიკავებენ.

"ოქსიგენ ფესტი" რუსთავში უკვე მეხუთედ იმართება.

დღის ამბები