10 ივლისი 2026,   20:23
ვრცლად
"რაც გავრცელებული კადრებიდან ყველამ ვნახეთ, ბატონი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში, ჰქონდა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან" - არჩილ გორდულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი სულ ცოტა ხანში გამოცხადდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ შენობის გადაწვის მცდელობა სამეთვალყურეო კამერებით ცხადად არის დაფიქსირებული.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და გავრცელებულ ვიდეოკადრებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

"რაც გავრცელებული კადრებიდან ყველამ ვნახეთ, ბატონი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში, მას ჰქონდა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან, ასხამდა სითხეს სხვადასხვა საგანზე. ეს რა დანაშაულია, ეს უკვე სასამართლოს შეფასების საკითხია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ვიდეოჩანაწერებში ყველამ ვნახეთ, რომ ის ადამიანი იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში და მათ შორის, დაპირისპირებაც მოუვიდა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ნებისმიერი ფაქტის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ისევ და ისევ იმ ოპერიდანაა, სადაც ფაქტებს არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია აღქმები," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები