10 ივლისი 2026,   13:44
ვრცლად
ვენესუელაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 889-მდე გაიზარდა - გადარჩენილებს, თავშესაფრებში დაავადების აფეთქების საფრთხე ემუქრებათ

ვენესუელაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 889-მდე გაიზარდა, 16 740 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 907 იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 1.3 მილიონ ადამიანს სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარება დასჭირდება. გადარჩენილების უმეტესობას, ზოგიერთ თავშესაფრებში დაავადების აფეთქების საფრთხე ემუქრებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აშშ-ის ოფისის განცხადებით, ვენესუელაში მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრების შედეგად ათიათასობით გადარჩენილს, დაავადებათა აფეთქებებმა, არასათანადო სანიტარიულმა პირობებმა, სუფთა წყალზე წვდომის ნაკლებობამ და ჯანდაცვის ძირითადი მომსახურების შეფერხებამ, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის უდიდესი საფრთხე შექმნას.

მედიის ცნობით, ვენესუელაში 80-ზე მეტი თავშესაფარი გაიხსნა მათთვის, ვისი სახლებიც 24 ივნისს მომხდარი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. თავშესაფრებში მყოფი მოქალაქეების რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით 17 907-ს მიაღწია.

დღის ამბები