ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო ესკალაცია პიკს აღწევს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ძალებმა ირანზე მორიგი ძლიერი იერიში მიიტანეს, რასაც თეირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმით უპასუხა.
ამერიკული მხარის განცხადებით, მათი დარტყმები ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის დაცვას ემსახურება. ირანი კი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, იერიშები რეგიონის სხვა ამერიკულ ბაზებზეც გავრცელდება.