აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სრულად გაიყვანოს - ანკარაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ვიზიტისას გაჟღერებული ეს განცხადება რეგიონში მოკავშირეების მიმართ მის მიერ გაკეთებულ მუქარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, - წერს Financial Times-ი.
ბრიტანული გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ტრამპმა განაახლა მოწოდებები გრენლანდიის გაკონტროლების თაობაზე.
ავტორი აღნიშნავს, რომ ამით შესაძლოა ხელახლა გამწვავდეს კრიზისი, რომელიც ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა.
"შესაძლოა, ჩვენი ყველა ჯარისკაცი გამოვიყვანოთ ევროპიდან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
როგორც ტრამპმა აღმნიშნა, კვლავაც ძალაშია მოსაზრება, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ უნდა იყოს და არა დანიის.
ევროპის მასშტაბით დაახლოებით 80 000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.