07 ივლისი 2026,   12:22
ვრცლად
ტრეფიკინგის ქსელების წინააღმდეგ გლობალური სპეცოპერაციის შედეგად 1 000-ზე მეტი პირი დააკავეს - მასშტაბურ საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამართალდამცავებიც მონაწილეობდნენ

ტრეფიკინგის ქსელების წინააღმდეგ მიმართული გლობალური სპეცოპერაციის შედეგად 1 000-ზე მეტი პირი დააკავეს - მასშტაბურ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობა ქართველმა სამართალდამცავებმაც მიიღეს.

"ინტერპოლის" ინფორმაციით, ოპერაცია "გლობალური ჯაჭვის" ფარგლებში, მსოფლიოს 59 ქვეყანაში ტრეფიკინგის 2 000-ზე მეტი მსხვერპლია იდენტიფიცირებული.

ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, 1 024 ეჭვმიტანილი დააკავეს და 465 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

ოპერაცია "გლობალური ჯაჭვი", 8-დან 12 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და აფრიკის, ამერიკის, აზიისა და ევროპის 59 ქვეყნის საპოლიციო უწყებას აერთიანებდა.

ოპერაციის მთავარი სამიზნე იყო ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელები, რომლებიც ადამიანებს სექსუალური ექსპლუატაციის, იძულებითი შრომის, მოწყალების თხოვნის იძულებისა და სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით იყენებდნენ.

პოლიციამ, სასაზღვრო უწყებებმა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებულმა დანაყოფებმა, მასშტაბური რეიდები და შემოწმებები ჩაატარეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტებში, სატრანსპორტო კვანძებსა და იმ ლოკაციებზე, რომლებიც საგამოძიებო მონაცემებით ტრეფიკინგის "ცხელ წერტილებად" მიიჩნეოდა.

დღის ამბები