06 ივლისი 2026,   15:42
ვრცლად
კოლექტიურ იუკნევიჩიანეებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ საპატრიარქოც, საზოგადოებაც, ხელისუფლებაც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებასა და სარწმუნოებას - ირაკლი კირცხალია

ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ კოლექტიურ იუკნევიჩიანეებს, რომ საპატრიარქოც, საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას, იდენტობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, "პირველი ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნაც სურთ, დაიმორჩილონ და გახადონ თავიანთი მართული, პროქსი სახელმწიფო, დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც ეს სურთ".

"მათი მიდგომაა არაფრად ჩაგდება იმ ყველაზე ძვირფასის, ყველაზე მთავარის, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია, ჩვენს სარწმუნოებას ეხება და ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი, ავტორიტეტული ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში. ისინი მათ ყოველთვის უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის, რასაც თვითონვე ძალიან კარგად ხედავენ, მაგრამ რა უყონ იმ გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ყველანაირ ფასად უნდა იმოქმედონ? სწორედ მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ საზოგადოებისგან იმ პასუხს, რასაც მათი აგენტურა იმსახურებს წლიდან წლამდე თუ არჩევნებიდან არჩევნებამდე. სწორედ ასეთ უტიფარ მოქმედებაზე პასუხს ვხედავთ ჩვენი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ცდილობენ, პირდაპირი მნიშვნელობით, დააჩოქონ ჩვენი ქვეყანა. ეს ვერავის გამოსვლია და ვერც გამოუვა. საპატრიარქოც, საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას, იდენტობას. ეს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ კოლექტიურ იუკნევიჩიანეებს თუ სხვადასხვა სახელსა და გვარს, რომლებიც ამ კოლექტიური სახელის ქვეშ შედიან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა".

ამავე ინტერვიუში, ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: "2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო".

დღის ამბები