06 ივლისი 2026,   16:50
ვრცლად
რობერტ ბროვდი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა თანამდებობის პირი, რომელიც დასაქმების სანაცვლოდ 2 000 დოლარის ქრთამს ითხოვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა, რომ უწყების შიდა უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციული სქემა გამოავლინა, სადაც თანამდებობის პირი დასაქმების სანაცვლოდ ქრთამს ითხოვდა.

როგორც „მადიარმა“ განმარტა, SBS-ის ჯგუფის წარმომადგენელი უწყებაში დასაქმების სანაცვლოდ 2 000 დოლარის აღებისას ამხილეს. მისივე თქმით, საქმის მასალები და მტკიცებულებები უკვე გადაეცა სახელმწიფო გამოძიების ბიუროს.

რობერტ ბროვდის განცხადებით, ის დანაყოფები, რომლებიც ამ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი, ფრონტზე უკვე 13 თვეა მუშაობენ, თუმცა სისტემაში პრობლემები კვლავ არსებობს.
"მოტივირებული და გაერთიანებული ადამიანების საზოგადოება არ არის დაზღვეული აფერისტებისა და თაღლითებისგან. მათ შორის არიან ნარკომანები, უსაქმურები და ლოთებიც კი - ჩვენ მათ ვაიდენტიფიცირებთ და ვცდილობთ, "შრომითი თერაპიის" მეთოდით გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, სისტემაში მოღალატეების, ინტრიგანებისა და თაღლითების შემოპარვის მცდელობები გარდაუვალია. როგორც აღმოჩნდა, არიან მექრთამეებიც",  განაცხადა „მადიარმა“.

ბროვდის თქმით, SBS-ის შიდა უსაფრთხოების განყოფილებას ომის პერიოდში დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. „სიცრუის დეტექტორები მუდმივად მუშა რეჟიმშია, ყოველთვიური ტესტირებების რაოდენობა კი სამნიშნა ციფრს აღწევს“, - დასძინა მან.

რობერტ ბროვდიმ საზოგადოებას მოუწოდა, ნებისმიერი კორუფციული ინციდენტის, ძალადობისა თუ შევიწროების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მის სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე მიაწოდონ.

დღის ამბები