06 ივლისი 2026,   15:02
ვრცლად
REUTERS: სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტრამპის ზარის შემდეგ, ფიფამ აშშ-ის ნაკრების ფორვარდს წითელი ბარათი გაუუქმა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA), ტრამპის ზარის შემდეგ, წითელი ბარათი გააუქმა, რომელიც აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელს, ფოლარინ ბალოგუნს მისცეს, - იტყობინება Reuters-ი.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებამ მსოფლიო ჩემპიონატზე სკანდალი გამოიწვია და აზრები გაიყო იმასთან დაკავშირებით, მოიქცა თუ არა სწორად FIFA.

ცნობისთვის, ბალოგუნმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალურ მატჩში, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თამაშის დროს, მცველის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ბოსნია და ჰერცეგოვინას 2:0 დამარცხების შემდეგ, შეერთებული შტატები მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება. წესების თანახმად, ბალოგუნს ამ თამაშში მონაწილეობის უფლება არ ექნებოდა - მოედნიდან გაძევება ავტომატურად იწვევს შემდეგი მატჩიდან დისკვალიფიკაციას.

მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, მატჩის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაურეკა და სთხოვა, ბალოგუნისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის შესახებ გადაწყვეტილება გადაეხედა.

მედიის ცნობით, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა მოთამაშის დისკვალიფიკაცია შეაჩერა და ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა მისცა.

"მადლობა FIFA-ს იმისთვის, რომ სწორად მოიქცა და ეს საშინელი უსამართლობა გამოასწორა!“ - თქვა ტრამპმა.

 

დღის ამბები