06 ივლისი 2026,   04:54
ვრცლად
ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა - ცხენოსნური თამაშობების ტრადიცია საქართველოში

საქართველო მხედრული ტრადიციების ქვეყანაა, რთულმა რელიეფმა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივმა ბრძოლამ საქართველოში ცხენოსნობა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებიდან დაიბადა ტრადიციები, რომელიც მოგვიანებით ხალხურ თამაშობებად ჩამოყალიბდა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

ისტორიულად, საქართველოში ათობით ცხენოსნური თამაში არსებობდა, თუმცა დღეს უკვე ოთხი ტრადიციული სახეობაა შემორჩენილი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი და მარულა. დღეს ეს თამაშები მხოლოდ სპორტული შეჯიბრება აღარ არის. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ქართველი მხედრები თაობიდან თაობას გადასცემენ.

როგორ ინარჩუნებენ ცხენოსნური თამაშობების ტრადიციას საქართველოში - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები