05 ივლისი 2026,   21:18
ვრცლად
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და საბჭოს დეპუტატებთან ერთად, კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

"კამანის ტრაგედია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია, მაგრამ ტრაგიკულთან ერთად არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რადგან ამ ბრძოლაში ქართველებმა, ჩვენმა წინაპრებმა, გმირებმამ თავი გასწირეს, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნეს სამშობლოს და ჩვენ გვაქვს ის მაგალითი, რაზეც უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

დღის ამბები