03 ივლისი 2026,   23:01
ვრცლად
ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს - თეირანში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩასული

ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

თეირანში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩასული, მათ შორის, მთავრობების მეთაურები და პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და სპეციალური წარმომადგენლები.

რეგიონის ლიდერებთან - თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებთან ერთად, ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტიც.

ოფიციალური ინფორმაციით, 3-დღიან ეროვნულ გლოვას 15 მილიონამდე მოქალაქე დაესწრება.

აიათოლა ხამენეის 9 ივლისს, მაშჰადში, იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალავენ.

დღის ამბები