კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტები დალოცა.
უწმინდესმა და უნეტარესმა, ტაძარში შეკრებილ ახალგაზრდებს, მათ, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, წარმატებები უსურვა.
"ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს.
მინდა, გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რა სწავლებაც იყო მოცემული სახარებაში - უმთავრესია, ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
აბიტურიენტების დალოცვამდე, შიო III-მ სამების ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.