28 ივნისი 2026,   16:44
ვრცლად
აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის ობიექტები დაბომბა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ, ირანში სამიზნეებზე დამატებითი დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

ამბობენ, რომ კომერციული გემები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობას აგრძელებენ.

მოგვიანებით, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" თქვა, რომ, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა.

Reuters-ის ცნობით, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და "ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას გამოიწვევს".

დღის ამბები