28 ივნისი 2026,   16:57
ვრცლად
რუსთავის სპორტის სასახლემ ქართულ საბრძოლო ლიგას უმასპინძლა - შერეული საბრძოლო ხელოვნების ცამეტივე ორთაბრძოლა ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა

რუსთავის სპორტის სასახლემ ქართულ საბრძოლო ლიგას უმასპინძლა. ორთაბრძოლების სერია, გრეპლინგში მსოფლიო პრიზიორის, ამიკო სვიმონიშვილის წარმატებული ასპარეზობით დაიწყო, რომელმაც ბათუმელი სპორტსმენი, ხამიდ აზიმოვი დაამარცხა. გამარჯვებით დაასრულა საკუთარი დებიუტი ოქტაგონზე ორივე ბექა გურულმა.

წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ რუსთაველ სპორტსმენებს - ვახტანგ გაგნიძეს და გიორგი კახიძესაც.

შერეული საბრძოლო ხელოვნების ცამეტივე ორთაბრძოლა ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.

დღის ამბები