2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საგამოცდო ცენტრებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ასევე სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.