27 ივნისი 2026,   01:35
ვრცლად
პრემიერი: არ მოსწონთ "თვალთხარიას" იმიჯი და ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შს მინისტრს. მათთვის შეიძლება უფრო მისაღებია, რომ "თვალთხარიას" მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო
არ მოსწონთ "თვალთხარიას" იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. 
 
მისივე თქმით, გასაგებია, რომ მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას“ მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო.
 
"არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ამ აგენტურის თავმჯდომარეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უბრალოდ ფაქტებით რომ გავიხსენოთ რას ამტკიცებენ ეს ადამიანები. არ მოსწონთ "თვალთხარიას" იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად უთავმოყვარეო იყო, რომ გადაწყვიტა მინისტრის პოზიციაზე დარჩენა. თავზე გადაახტნენ, მოექცნენ როგორც არაფერს, მის მაგივრად გასცეს ბრძანება სროლის თაობაზე და ამის შემდეგ, როგორც უთავმოყვარეო კაცი, ის დარჩა თანამდებობაზე. გასაგებია, მათთვის შეიძლება უფრო მისაღებია, რომ "თვალთხარიას" მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ რა მძიმე დილემის წინაშე არიან, საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ ამის მტკიცება, რომ "თვალთხარია" კი არა - არის უთავმოყვარეო. ნუ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იმსჯელებს და გამოიტანს დასკვნებს.
ასევე ფაქტებით დავუმტკიცეთ ბატონ გავრილოვთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ერთობლივად იყო მიღებული. გამორიცხულია, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთის, უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე შემოვიდეს პირი საზღვარზე. და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, თუმცა აქაც კი სწყინთ და მაინც ცდილობენ რაღაცნაირად სხვანაირად წარმოაჩინონ მოვლენები", - აღნიშნა პრემიერმა.

 

დღის ამბები