პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე.
"ზოგადად, განათლების სფეროშიც გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ იყოს მეტი კავშირი შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სტუდენტების მიღებას შორის. ამ კუთხით პროფესიული განათლების სისტემის გადააზრებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი", - აღნიშნა პრემიერმა.