ქუთაისში გემოფესტი მიმდინარეობს. კულინარიული ფესტივალი ქალაქში წელს მეოთხედ იმართება. მასში იმერეთის მაშტაბით მოქმედი 18 ობიექტი მონაწილეობს, რომელთაც, როგორც ტრადიციული, ასევე გათანამედროვებული იმერული გემოები აქვთ წარმოდგენილი.
გარდა კვების ზონისა, წარმოდგენილია სამეწარმეო მარკეტი, აგროზონა და საბავშვო სივრცე. ფესტივალი კი კონცერტით დასრულდება.
გემოფესტი ქუთაისში დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.