26 ივნისი 2026,   20:06
ვრცლად
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ფიზიკურად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.

სხდომათა დარბაზში კანონმდებლებს შორის სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

როგორც "კურიერის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გიორგი შარაშიძის მხრიდან ანგარიშის გაკრიტიკებას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კონფლიქტის განეიტრალება მანდატურის სამსახურის წევრებისა და თავად დეპუტატების ჩარევით მოხერხდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარის გამო შესვენება გამოაცხადა.

დღის ამბები