26 ივნისი 2026,   19:11
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება

ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთდაერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცეზე, ეს არის სიამაყის განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ. 

„საუბარი იყო ქართულ ჯარზე, არ ვიცი კონკრეტულად ვისი ციტატა იყო მოყვანილი. ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს და ჩვენი პატივისცემა ქართული ჯარის მიმართ არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება შეიძლება, გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადაერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცზე, ეს არის სიამაყის განცდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები