26 ივნისი 2026,   15:20
ვრცლად
ტაივანსა და იაპონიის რამდენიმე კუნძულზე ტაიფუნს ებრძვიან

ტაივანის რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ტაიფუნ "მეხალას" მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობებმა ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებში სერიოზული პრობლემები შექმნა. კუნძულზე საზოგადოებრივი ცხოვრება პარალიზებულია - ექვსმა მილიონმა ადამიანმა სამსახურში და სასწავლო დაწესებულებებში წასვლა ვერ შეძლო.

სტიქიის იაპონიის სამხრეთ და დასავლეთ კუნძულებზეც ებრძვიან. ციკლონი რიუკიუს არქიპელაგისკენ გადაადგილდება, რის გამოც ქვეყანაში ორ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, მოსალოდნელია მასშტაბური წყალდიდობები და მეწყერი, რის გამოც რეგიონებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

უამინდობის გამო, უკვე გაუქმებულია 200-ზე მეტი ავიარეისი და შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

დღის ამბები