26 ივნისი 2026,   15:20
ვრცლად
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 235 ადამიანი დაიღუპა - მონაცემები ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა გაავრცელა. ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 300 ადამიანი, ათასობით კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვენესუელაში 7,2 და 7,5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა გუშინ ღამე მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქ კარაკასის დასავლეთით, 100 კილომეტრში მდებარეობდა.

დღის ამბები