25 ივნისი 2026,   16:19
ვრცლად
ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მათთვის მიუღებელია გამართული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის, სუვერენიტეტის, საზოგადოების დაცვა

"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს აკრიტიკებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების რეალური მიზნები საქართველოსთან მიმართებით ნათელია და ისინი ქვეყნის სუვერენიტეტსა და მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, მათ შორის ეკლესიას, ღიად უპირისპირდებიან.

ამ თემაზე საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის გარეთ არსებული ძალებისთვის მიუღებელია გამართული სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია.

"როგორი ლამაზი, მოთაფლული სიტყვებითაც არ უნდა ისაუბრონ, საკუთარ თავს ქვეყნის მეგობრები როგორც არ უნდა უწოდონ, ყველაფერი ნათელია. ეს იყო ერთგვარი რენტგენში გატარებული ჩვენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური ძალები და იდეოლოგიურად რა ინტერესები გააჩნიათ მათ საქართველოსთან დაკავშირებით. მათთვის მიუღებელია გამართული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის, სუვერენიტეტის, საზოგადოების დაცვა. მათთვის მიუღებელია ასევე ყველა დანარჩენი, ეკლესიიდან დაწყებული, სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ინსტიტუტით დამთავრებული, რომელსაც რაიმე რეპუტაცია და სახელი აქვს ქვეყანაში და რომელსაც აქვთ წვლილი შეტანილი, შეაქვთ წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები