19 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს - მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და "შუა დერეფნის" ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას.

"ტაჯიკეთთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ნამდვილად საქართველოს პრიორიტეტი არის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ურთიერთობების ის ნიშნული, სადაც არის ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საჭიროებს ნამდვილად განვითარებას და უფრო მეტად გაღრმავებას. ამ თვალსაზრისით არის ინტერესი ტაჯიკური მხრიდანაც," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

"ეს ვიზიტი ემსახურება სწორედ იმას, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვავითაროთ თანამშრომლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ტაჯიკეთისთვისაც იყოს კარგად ათვისებული და გამოყენებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია და "შუა დერეფანში" ჩვენი ქვეყნის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს და გაზრდის," - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღის ამბები