19 ივნისი 2026,   18:02
ვრცლად
საჭიროა თარგეთირებული, მწვავე სანქციები, დამანგრეველი ძალის - ლაშა ფარულავა რეზოლუციაზე​

თბილისში ისევ განხილვის თემაა ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ეს რეზოლუცია ქართველი ხალხის კიდევ ერთი მხარდაჭერაა.

"ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. დახმარება სჭირდება, მხარდაჭერა სჭირდება და ეს რეზოლუცია სწორედ ამას ემსახურება. საჭიროა თარგეთირებული, მწვავე სანქციები, არა მხოლოდ მსუსხავი ეფექტის, არამედ დამანგრეველი ძალის, ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით, გვჭირდება დახმარება ევროპელების მხრიდან, ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ ამ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და თანასწორობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები