იტალიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებით, აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. მიზეზად კი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს ასახელებს.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ტრამპის განცხადება, რომელიც იტალიურმა ტელეარხმა La7-მა გაავრცელა.
არხის მიერ გამოქვეყნებული ტრანსკრიპტის მიხედვით, ტრამპმა განაცხადა, რომ მელონის G7-ის სამიტზე მასთან ფოტოს გადაღება "ძალიან სურდა" და მხოლოდ იმიტომ, დათანხმდა, რომ "შეეცოდა".
"პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მიმართ გამოთქმული სერიოზული და შეურაცხმყოფელი სიტყვები მთელი იტალიის შეურაცხყოფაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გავაუქმო ჩემი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რომელიც 21-22 ივნისს იყო დაგეგმილი", - აცხადებს იტალიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი.
ლუკა ჩლაიძე