19 ივნისი 2026,   15:24
ვრცლად
სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალმომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.

სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფლების - საქობოსა და ნაენდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად იწმინდება ნინიგორის შემკრები არხის 2.5-კილომეტრიანი მონაკვეთი.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე თავიდან იქნება აცილებული დაჭაობებისა და დატბორვის საფრთხე, რაც ადგილობრივ ფერმერებს მიწის რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

დღის ამბები