19 ივნისი 2026,   13:56
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში თორაძის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა

ოპერისა და ბალეტის თეატრში თორაძის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. საფესტივალო საღამო ნანი ბრეგვაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

კონცერტის ფარგლებში მაყურებლის წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტი ედიშერ სავიცკიც წარსდგა. მუსიკალურ საღამოში გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდულო ორკესტრი და ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

მოგვიანებით, ორკესტრს დირიჟორობა მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ - მაესტრო ჯანანდრეა ნოზედამ გაუწია.

დღის ამბები