19 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, დაკავებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები