რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი "ქართული" გრძელდება. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოსული 70 ქართველი ემიგრანტი უკვე რუსთავშია.
ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები წარდგებიან.
ფესტივალი, ხვალ, 20 ივნისს "ქართული ხმების" კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.