ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირება პირველივე ტაიმში საკმაოდ დრამატული და სანახაობრივი აღმოჩნდა.
გუნდებმა ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს და ტაბლოზე ფრე, 2-2 დაფიქსირდა.
ინგლისელთა ნაკრები შეტევაში განსაკუთრებით პროდუქტიული იყო, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ხორვატიამ კვლავ გაათანაბრა - ივან პერიშიჩის პასით გოლი პეტარ მუსამ გაიტანა