მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფის პირველს შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს ინგლისი და ხორვატია უპირისპირდებიან, ანგარიში ბრიტანელებმა გახსნეს. ნონი მადუეკეს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა ზუსტად შეასრულა და ინგლისი დააწინაურა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე, ხორვატთა მეკარემ პენალტი მოიგერია, თუმცა, კარის ხაზზე არასწორად დგომის გამო, მსაჯმა კეინს ხელმეორედ დარტყმის საშუალება მისცა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "რუსთავი 2" გთავაზობთ.