"რუსთავი 2-ის" ეთერში მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მატჩი დაიწყო. ამჯერად, ერთმანეთს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებები უპირისპირდებიან.
ინგლისი და ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ხვდებიან. პირველ შეხვედრაში, 2018 წელს, ხორვატებმა "სამი ლომი" მუნდიალს ნახევარფინალიდან გამოთიშეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ყველა მატჩს "რუსთავი 2-ის" ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალყური.