17 ივნისი 2026,   20:00
ვრცლად
ვენსის თქმით, აშშ პაკისტანს და ყატარს მოუწოდებს, დღეს ირანთან შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ პაკისტანსა და კატარს მოუწოდებს, დღეს, მოგვიანებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნონ, რადგან ამერიკელები ცდილობენ დააზუსტონ, თუ რას შეიცავს შეთანხმება სინამდვილეში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მათ გვთხოვეს, რომ კონტექსტი ჯერ არ გამოგვექვეყნებინა; ის არაუგვიანეს პარასკევისა გამოქვეყნდება. სინამდვილეში, ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ ეს ინფორმაცია დღესვე გამოაქვეყნონ, რადგან გვინდა, ამერიკელ ხალხს ვუთხრათ, რომ ეს ფუნდამენტურად კარგი გარიგებაა ამერიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა ვენსმა.

ვენსის განმარტებით, კატარელებმა და პაკისტანელებმა შეერთებულ შტატებს სთხოვეს, გარკვეული „დიპლომატიური პროტოკოლების“ შესაბამისად ემოქმედათ და ტექსტის შინაარსი ჯერ არ გამოექვეყნებინათ. ვენსის თქმით, მას ამ პროტოკოლების "ბოლომდე არ ესმის“.

 

 

დღის ამბები