17 ივნისი 2026,   17:37
ვრცლად
ოპოზიციაში გაუგებრობა და გაურკვევლობა საქმისთვის არის დამაზიანებელი - გიგი წერეთელი

შესთავაზა თუ არა სააკაშვილმა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა? - ოპოზიციური ალიანსის დაშლის შემდეგ, რღვევა თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიმდინარეობს. თინა ბოკუჩავა გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური ჭორაობას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას.

შიდა არეულობის პარალელურად, დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსშიც გრძელდება.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ოპოზიციის შიგნით გაუგებრობა საქმისთვის არის დამაზიანებელი. მისივე თქმით, ალიანსში ყოფნა კონკრეტული პირობების და შეთანხმების დაცვას ნიშნავს:

"ოპოზიციის შიგნით რაღაც გაუგებრობა და გაურკვევლობა არის საქმისთვის დამაზიანებელი, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენ არ ვართ მოსამართლეები, რომ ვთქვათ - ის დამნაშავეა და ის არ არის. შესაბამისად, არის საკითხები, რომლებზეც შიგნით უნდა ვმსჯელობდეთ და არა საჯაროდ. თუ სადღაც არ გამოდის თანამშრომლობა, იქ თანამშრომლობა ვერ იქნება. ალიანსში ყოფნა კონკრეტული პირობების და შეთანხმების დაცვას ნიშნავს,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

დღის ამბები