არგენტინამ ალჟირი 3:0 დაამარცხა. მესის გოლით არგენტინამ მე-17 წუთზე პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
მაიამის "ინტერის" შემტევმა მე-60 წუთზე დუბლი, 76-ე წუთზე კი ჰეთთრიკი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ დროისთვის, მესის მუნდიალზე სულ 16 გოლი აქვს, კიდევ ერთი გოლის შემთხვევაში, მესი მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.