18 ივნისი 2026,   12:22
ვრცლად
"გიორგი გედენიძე დაჯარიმდა წვრილმანი ხულიგნობისთვის - აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის" - შსს

გვარამიას მიმართ საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. 

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გედენიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

"აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები