ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომი "დასრულებული არ იქნება" ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში ომის დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის გარეშე", - ამის შესახებ ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.
თეირანში, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე საუბრისას, არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ლიბანზე ისრაელის ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას და ოკუპაციის გაგრძელებას "ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევად" მიიჩნევს.
ცნობისთვის, ორშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გავიდნენ ლიბანში, სირიასა და ღაზას სექტორში დაკავებული ტერიტორიებიდან.