16 ივნისი 2026,   12:09
ვრცლად
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, ჩინეთის, უზბეკეთის, ალჟირის, ბანგლადეშის, იორდანიის, ლიბანის, ტაჯიკეთის, უგანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში, 94 მოქალაქე.

მათვე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

დღის ამბები