16 ივნისი 2026,   00:51
ვრცლად
ტრამპი ზელენსკისთან და პუტინთან საუბრის შესახებ: ორი ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ვხედავ, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ის ხედავს შესაძლებლობას, "რაღაც გააკეთოს" უკრაინაში ომის დასასრულებლად.

"გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან. ვხედავ, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, ორივე მათგანი ღიაა ამისთვის", - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე განცხადებით, ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში ომის დასრულებაზე და ნახავს, ​​"შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება".

"ჩვენ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. ყოველთვიურად ოცდახუთი ათასი ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები, და ეს არ უნდა მოხდეს. გუშინ ორი ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ამაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები