15 ივნისი 2026,   19:23
ვრცლად
პაატა სალია: მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

პაატა სალია სტრასბურგში  ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრი საუბრობს მაღალი დონის ღონისძიებისა და იმ პლატფორმის შესახებ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.

"აღნიშნული მინისტერიალი მნიშვნელოვანია პლატფორმაა სამართლის სფეროში აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ სასაუბროდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

მიმდინარე მინისტერიალი ეძღვნება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული აქტუალური საკითხების განხილვას, გამოწვევების შესახებ საუბარს და ამ გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და, იმედი გვაქვს, რომ მინისტერიალზე ერთმანეთს შორის გაცვლილი ინფორმაცია, გაზიარებული გამოცდილება წაადგენა ჩვენს ქვეყანას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად", - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები