14 ივნისი 2026,   19:35
ვრცლად
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება - "რუსთავი 2"-ზე გულშემატკივარს დღეს ოთხი მატჩი ელოდება

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღეს, "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ოთხი მატჩი ელოდება. დღევანდელ სერიას გერმანიისა და კურასაოს შეხვედრა გახსნის.

გერმანელები ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას აპირებენ, თუმცა კურასაო სენსაციისთვის ემზადება.

შემდეგ, ერთმანეთს ნიდერლანდებისა და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ევროპული რაციონალიზმი აზიური სისწრაფის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მესამე მატჩს, მოედანზე ვიხილავთ კოტ-დიუვარისა და ეკვადორის შეხვედრას.

საფეხბურთო დღეს, კი შვედეთისა და ტუნისის მატჩი დაასრულებს.

დღის ამბები