"ევროპის უნივერსიტეტში" მეანობა-გინეკოლოგიის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც მესამედ ჩატარდა, ექსპერტებმა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის უახლეს მიდგომებსა და პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს.