14 ივნისი 2026,   13:47
ვრცლად
გაყალბებული ფრაზა პოლიტიკური მანიპულაციის მიზნით - ხელისუფლების ოპონენტებმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება გააყალბეს

გაყალბებული ფრაზა პოლიტიკური მანიპულაციის მიზნით - ხელისუფლების ოპონენტებმა გუშინ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება გააყალბეს. კერძოდ, ვიცე-პრემიერმა გუშინ დეტალურად განმარტა, რომ არათუ ბიძინა ივანიშვილის დონისა და მასშტაბის, არამედ "ელემენტარული ერთი აგურის დამდებიც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რომ შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის".

მედიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება გაავრცელეს.

"იმედზე" გამართულ დებატებში, მდინარაძემ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ განაცხადა: "პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია, ორი მილიარდი გაუჩერეს, ფიზიკურ განადგურებას კი არა, ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან ყოველთვის. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარული ერთი აგურის დამდებიც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რომ შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის".

ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა კი, აღნიშნული ციტატა დაამახინჯეს, სიტყვა "ნებისმიერი" ჩაამატეს და შემდეგნაირად გაავრცელეს: "ივანიშვილის დონის კი არა, ნებისმიერი შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის".

დღის ამბები