13 ივნისი 2026,   20:01
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღეს, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს წინ 4 დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ელოდება

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენა, რომელსაც არხის ისტორიაში პირველად, მილიონობით მაყურებელი სწორედ "რუსთავი 2-ზე" უყურებს - მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები გრძელდება.

ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღეს, ჩვენს მაყურებელს წინ 4 დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ელოდება. პირველ მატჩში კატარი შვეიცარიას დაუპირისპირდება, მოგვიანებით კი საქმეში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ერთვება - ბრაზილია მაროკოს წინააღმდეგ ითამაშებს.

კალენდარი გამთენიისასაც საკმაოდ საინტერესოა: ერთმანეთს ჰაიტი და შოტლანდია შეხვდებიან, დღევანდელ საღამოს კი ავსტრალიისა და თურქეთის მატჩი დაასრულებს.

დღის ამბები