უკრაინამ რუსეთთან "მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს" - ამის შესახებ მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ რადგან რუსებს და უკრაინელებს "ერთი და იგივე სისხლი აქვთ, წითელი", ქვეყნებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
"ჩვენ, უკრაინელებს, არ შეგვიძლია უბრალოდ უარი ვთქვათ იმაზე, რაც რუსეთმა წაგვართვა. ეს იგივე იქნებოდა, ამერიკას რომ რუსეთისთვის ალასკა მიეცა. მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს ტვინი, გვაქვს ერთი და იგივე წითელი სისხლი. ჩვენი ეგო და ჩვენს ცხოვრებაში ღმერთის არარსებობა არის ის, რაც ყველაფერს ანადგურებს. ამიტომ, მოლაპარაკებები აუცილებელია, მაგრამ ჩვენი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე არა," - აცხადებს ალექსანდრ უსიკი.